LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი საწარმო ამოქმედდა

136

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, თბილისში კიდევ ერთი საწარმო ამოქმედდა.

სამგორში მდებარე საწარმო „გვგპლასტი“  სხვადასხვა ზომისა და ფორმის პოლიეთილენისა და ბოთლების ჩასაწყობ ცელოფნის პარკებს აწარმოებს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კომპანია პროგრამის დახმარებით უახლესი ტექნოლოგიის დანადგარები შეიძინა, რისი საშუალებითაც ბაზარს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას აწვდის.

პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი წარმოების პროცესს გაეცნო.

„კომპანიაში დღეს 50 ადამიანია დასაქმებული, მთლიანი ინვესტიცია 750 000 დოლარზე მეტია. საწარმო აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, რომელთა საშუალებით იწარმოება ბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აქ დასაქმებულ ადამიანებს აქვთ საკმაოდ მაღალი ხელფასი.

სწორედ ეს არის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მიზანი, რაც ჩვენს შემთხვევაში მიღწეულია. მინდა აღვნიშნო, რომ კომპანიამ მოახერხა იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება და დღეს უკვე ის მუშაობს ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის სომხეთში, აზერბაიჯანში და რუსეთში“,- აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა საწარმოს დათვალიერების შემდეგ.

კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, შპს „გვგპლასტი“ უკვე თანამშრომლობს და ამარაგებს ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორებიცაა:  „ნიკორა“, „2 ნაბიჯი“, „SPAR“, „იოლი“, „ავერსი“, „კოდა“ და „გორგია.“ საწარმო მომხმარებლებს ხარისხიან პროდუქციას და კონკურენტულ ფასებს სთავაზობს.

magti 5g