LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჟორიტარებს საარჩევნო სისტემაზე ახალი ინიციატივა აქვთ – რას ითხოვს დიმიტრი ხუნდაძე

222
ხუნდა

ხმაური უმრავლესობიდა და ე. წ. აჯანყებული მაჟორიტარების შეხვედრაზე – მხარეები არ აკონკრეტებენ , რა ახალი ინიციატივით მიმართა მათ დიმიტრი ხუნდაძემ, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ  მაჟორიტარების ჯგუფს საარჩევნო სისტემაზე ახალი ინიციატივა აქვს.

კითხვაზე, ნამდვილად არსებობს დაპირისპირება ამ ინციატივაზე, მდინარაძემ უპასუხა, რომ ცოტა გაზვიადებულია, თუმცა არსებობს.

„სამწუხაროდ, ცოტა გაზვიადებული ინფორმაცია გამოვიდა გარეთ, რომ რაღაც დაპირისპირება იყო. კამათი, რა თქმა უნდა, იყო, არის და იქნება საქართველოს პარლამენტში. პარლამენტი არის ის ორგანო, სადაც ბევრი უნდა ვილაპარაკოთ, საკითხები გადავწყვიტოთ და ვიკამათოთ. 

კამათში შეიძლება, რაღაცა კონსესუსამდე მივიდეთ ხოლმე, ამას არ უარვყოფ. რა თქმა უნდა, იყო გარკვეულ საკითხებზე კამათი, მათ შორის წმინდა სამართლებრივ დეტალებზეც კი. მე არ მაქვს სურვილი, პირველმა გავახმოვანო იმ ინივიატივის შესახებ, რომელიც აქვს ჩვენს რამდენიმე პატივსაცემ კოლეგას. მათი განსხვავებული აზრი საარჩევნო სისტემაზე, სხვადასხვა მსგავს საკითხებზე პირველი და დაფარული არ არის, პირველად არ გაგვიგია ამის შესახებ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თავად ხუნდაძე კი მცირე კომენტარით შემოიფარგლა. “ცოტახანში გაიგებთ, ნუ ხართ სულსწრაფები. არა მხოლოდ თქვენ, ყველა გაიგებს”, — ამბობს ხუნდაძე.

მოგვიანებით კი განაცხადა, რომ სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე მათ კანონპროექტის ინიცირების გადაწყვეტილება მიიღეს. 

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მან უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს სთხოვა საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ჩაეყენებინა.

“გაგრძელდა დიდხანს. სამწუხაროდ, იყო დაძაბულობაც. ვერ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს კანონპროექტი უნდა იქნას ინიცირებული. უმრავლესობის ლიდერს აქვს პრინციპული წინააღმდეგობა. ამ ინიციატივას საინიციატივო ჯგუფში ჰყავს მომხრე 10 დეპუტატი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის მხოლოდ 10 დეპუტატი. უმრავლესობაში ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, მაგრამ ჩვენ უფრო მეტ პერსპექტივას ვხედავთ ხალხში”, – აცხადებს ხუნდაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g