მეკო კვირიკაშვილი ზაფხულში გადატანილი დიდი ტრაგედიის შემდეგ სპორტს დაუბრუნდა. მან, როგორც ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია ცხადყოფს, „ლელო სარასენსის“ მაისურით გუშინ ითამაშა.
შეგახსენებთ, ცნობილი სპორტსმენი 21 ივლისს ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე ძალიან დაშავდნენ და ჯერჯერობით თურქეთში მკურნალობენ, ხოლო მეკოს ცოლი, ანანო ბუაძე, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ავტოავარიის მონაწილე კიდევ ერთ ავარიაში მსხდომი სამი ადამიანი, ასევე გარდაიცვალა.