LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ლენი კრავიცი ანტირასისტული კამპანიის ფარგლებში შექმნილ ვიდეოკლიპს ავრცელებს

244
page

როკის, ბლუზის, ჯაზის, სოულის, არენბის, რეგეის, ფოლკისა და ფანკის ჟანრებში მოღვაწე ლეგენდარულმა მუსიკოსმა ლენი კრავიცმა სიმღერაზე Here To Love გადაღებული კლიპი გამოუშვა. კომპოზიცია მომღერლისა და მსახიობის უკანასკნელ ალბომშია Raise Vibration შესული, რომელიც 2018 წელს გამოვიდა.

ვიდეოკლიპი ძალიან ემოციურია, ის გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ანტირასისტული კამპანიის ფარგლებში შეიქმნა.

შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ, ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ , რომ ლენი კრავიცი 2020 წლის 31 მაისს, თავისი ტურნეს ფარგლებში თბილისს ესტუმრება და მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე კონცერტს გაიმართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები