LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთი ელექტროენერგიით კვლავ „ენგურჰესიდან“ მომარაგდება

181
12

აფხაზეთი ელექტროენერგიით კვლავ „ენგურჰესიდან“ მომარაგდება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი აცხადებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, იგეგმება თუ არა ცვლილება აფხაზეთის „ენგურჰესით“ მომარაგებასთან დაკავშირებით, ნათია თურნავა შემდეგს ამბობს: “იცით, რომ „ენგურჰესის“ მეშვეობით, რომელიც ემსახურება ერთიან საქართველოს, ყოველთვის ვეხმარებით ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს. წელსაც შეძლებისდაგვარად ყველაფერი გაკეთდება, არსებული ჰიდროლოგიის და წყლის მარაგის გათვალისწინებით, რომ ეს პრინციპი შესრულდეს“.

შეგახსენებთ, 2021 წლის გაზაფხულზე “ენგურჰესი”, გვირაბის რეაბილიტაციის გამო, სავარაუდოდ, 3 თვით გაჩერდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g