ცოტნე გამსახურდიას ამ წუთებში მე-9 საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს კონსტანტინე გამსახურდიამ განუცხადა, რომელიც ადგილზე იმყოფება.
მისი ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.
თბილისში ცოტნე გამსახურდია დაჭრეს
“საკმაოდ საშიში ჭრილობა აქვს მიყენებული, დანისებრი ბასრი საგნით. მე როგორც ვიცი მარტო იყო. სხვა ინფორმაცია არ მაქვს”, – აღნიშნა გამსახურდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა თბილისში, ვერაზე მოხდა.
შსს-ს ცნობით ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.