LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მთის კურორტებზე ახალი პროდუქტების შექმნა იგეგმება

249
4739-0

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) “ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამაზე” ერთობლივი შეხვედრა გამართეს. ღონისძიების მიზანი გახლდათ სამთო ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ინიციატივების განხილვა და მათი მხარდაჭერის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

ღონისძიების ფარგლებში დაიგეგმა მთის ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხებისა და სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში პერსპექტიული პროექტები. შეხვედრის შემდგომ მოხდება კურორტ გუდაურის სამთო-სათხილამურო ინფარსტრუქტურის დათვალიერება და საპროექტო ტერიტორიების მონახულება.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო  USAID საქართველოს ეკონომიკური განვითარების ოფისმა,   „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“, ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებმა, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციამ, სათავგადასავლო ტურიზმის სკოლამ და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა მიზნად ისახავს, პერსპექტიული ეკონომიკური მიმართულებებისა და სექტორების განვითარების ხელშეწყობას (სოფლის მეურნეობის სექტორის გარდა), სამუშაო ადგილების შექმნას, ინვესტიციების მოზიდვასა და მიკრო, მცირე და საშუალო სიმძლავრის ორგანიზაციების (MSME) წარმოების გაფართოვებასა და შემოსავლების ზრდას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g