LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თეატრალურის კვარტეტი“, „არაგვი ბენდის“ სახელით, მოსკოვურ პუბლიკას იპყრობს…

191

თუკი „თეატრალურის კვარტეტის“ ბიჭებისა და კომპოზიტორ ქეთი გაბისიანის ერთობლივი ფოტო „ფეისბუქზე“ შეგხვდათ, გვერდს კი „არაგვი ბენდი“ აწერია, არ გაგიკვირდეთ. მათი ერთობლივი ბენდი, თეონა კონტრიძის იდეით, მოსკოვური პრესტიჟული რესტორნის, „არაგვისთვის“ შეიქმნა, რომლის მუსიკალური პროგრამა, პერიოდულად, ქართული სიმღერებით იქნება გაჯერებული.

მცირე ხნის წინ „არაგვი ბენდს“ თეონასთან ერთადაც ჰქონდა კონცერტი ზემოხსენებულ რესტორანში. მათ ახლახან საკუთარი სოციალური ქსელიც შექმნეს და ერთობლივი ფოტოებიც გამოფინეს.

როგორც „ფორტუნამ“ შეიტყო, ბენდის წევრები რუსეთის დედაქალაქში პერიოდულად ივლიან კონცერტებისთვის, რომელთა რიცხვი არცთუ მცირეა. როგორც მათ ოფიციალურ გვერდზე წერია, ჯგუფი თვენახევრის წინ შეიქმნა და საკმაოდ ბევრი კონცერტი გამართა, მათ შორის ისეთი ვარსკვლავებისთვის, როგორებიც არიან ჯონ მალკოვიჩი და ნიკოლას კეიჯი. მათთან ერთად გადაღებული ფოტოები ინტერნეტსივრცეში მცირე ხნის წინ გავრცელდა. ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო „კომედი ქლაბის“ ჩაწერაში, ახლა კი რუსული ტელეარხი „კულტურა“ მათ ერთ-ერთ გადაცემაში „დიდი ოპერა“ იღებს. გვერდზე აღნიშნულია, რომ მოსკოვურმა პუბლიკამ ჯგუფი დიდი სიმპათიებით მიიღო.

„არაგვში“ მათი გამოსვლები ყოველ ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათსაა დაანონსებული. დეკემბერში ბიჭები საქართველოში ჩამოვლენ, თუმცა ახალ წელს ისევ უკან გაემგზავრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები