LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრაგედია თბილისი-მოსკოვის რეისზე: რუსეთში ავარიას საქართველოს მოქალაქეები ემსხვერპლნენ

1045
ria

მოსკოვი-თბილისის ავტობუსში, რომელიც ლიპეცკის ოლქში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ამოტრიალდა, საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ “რია ნოვოსტი” ავრცელებს ინფორმაციას.

“დაზუსტებული მონაცემებით, დაღუპულია ორი ადამიანი” – განუცხადეს სააგენტოს.

გამოცემის ცნობით, ავტობუსი თბილისის დროით 19:40 საათზე მოყინული გზის გამო ამოტრიალდა. მათივე ცნობით, დაშავდა 15 მგზავრი, რომლებიც ასევე საქართველოს მოქალაქეები არიან.

ამასთან, ცნობილია, რომ ავტობუსში ავარიის დროს სულ 18 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ერთი ბავშვია.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები