თბილისის მე-11 სკოლაში მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც ცნობილია, შემთხვევა სპორტის გაკვეთილზე ბურთის გამო დაიწყო. ადგილზე საპატრულო ეკიპაჟისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოსწავლემ დაზიანებები მიიღო, რადგან ძირს დავარდა. მისივე განმარტებით, სკოლის ადმინისტრაციას მომხდარზე შესაბამისი რეაგირება ჰქონდა. კონკრეტულად, რა მოხდა ან როგორია დაშვებული უფროსკლასელის მდგომარეობა, ჯერჯერობით, უცნობია.