„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ექიმ ვაჟ გაფრინდაშვილის გათავისუფლება სწორედ „პატრიოტთა ალიანსის“ დამსახურებაა.
მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა მიზანს რუსეთის დუმის დეპუტატებთან კომუნიკაციისა და რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების შუამდგომლობის შედეგად მიაღწიეს.
“ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ რუს კოლეგებთან ერთად. პირდაპირმა დიალოგმა გაამართლა, ეს გათავისუფლების ფაქტი არის ამისი გამოხატულება. დავით თარხან-მოურავი ორჯერ იყო ჩასული მოსკოვში ამ თემასთან დაკავშირებით. მან ჯერ კიდევ 18 დეკემბერს მიიღო მტკიცე პირობა რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან, რომ შუამდგომლობას გაგვიწევდნენ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულიყო და ეს პირობა რუსულმა მხარემ შეასრულა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
"სრულიად მოულოდნელი იყო. არც ველოდი, რომ დღეს ასე მოხდებოდა"
"ემოციებით ვარ დატვირთული, მადლობა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი სიტუაცია..." - ვაჟა გაფრინდაშვილის პირველი კომენტარი (ვიდეო)
28 დეკემბერს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დატოვების შემდეგ, ექიმი გორიდან თბილისში ოჯახის წევრებთან ერთად დაბრუნდა.