LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს წამყვანი კომპანიები ლისაბონში შეიკრიბნენ – ვებ-სამიტი დაიწყო

350

ლისაბონში მსოფლიო მნიშვნელობის ტექნოლოგიური ვებ-სამიტი გაიხსნა.

ოფიციალური გახსნის საზეიმო ცერემონია გუშინ გაიმართა, დღეს კი დამსწრე საზოგადოებას მისმა დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, პედი ქოსგრეივმა მიმართა.

დღესვე, კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი და ევროკომისიის პრეზიდენტი ხოსე მანუელ ბაროზო.

გამომსვლელებს შორის ასევე არიან, Facebook-ის მარკეტინგის ხელმძღვანელები გარი ბრიქსი და ლინდა ბროფი, კომპანია Cisco systems-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ჩემბერსი, გამოცემა Financial Times-ის ”ალფავილის” ბლოგერი იზაბელა კამინსკა, ტექნოლოგიური ოფისის ხელმძღვანელი მაიკ შროეპფერი, კომპანია APP direct-ის თანადამფუძნებელი დენიელ საკსი, Warburg Pincus-ის მენეჯმენტის დირექტორი რენე ობერმენი, კომპანია Goldman Sachs-ის თავმჯდომარე, პოლიტიკოსი ხოსე ბაროსო, ბიზნეს ტელევიზია CNBC-ის წამყვანი კარენ ცო. Forbes -მარკეტინგის ხელმძღვანელი ტომ დევისი, ფრანგული სარეკლამო კომპანია Publicis Groupe-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაურის ლევი.

cwvhmtxwiaasjlp”ტექნოლოგიური ინდუსტრია ცალკე აღარ არსებობს – ის უკვე ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში შემოიჭრა” – ვკითხულობთ საიტზე განმარტებას, სწორედ ამიტომაც, 2016 წლის ვებ-სამიტზე 53.056-ზე მეტი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, ინვესტორი, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენელი, თუ -უბრალოდ, დაინტერესებული პირი იმყოფება. ისინი ეძებენ პასუხებს კითხვებზე, რომლებიც ახლა, ტექნოლოგიური რევოლუციის საუკუნეში არსებობს.

სამიტზე წარმოდგენილები არიან ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა Facebook, Google, Coca-Cola, Microsoft, Samsung, Disney, Twitter, Amazon, Intel, Nike და ა.შ.

ღონისძიებას მედიის 2 000-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. მათ შორის არიან Wall Street Journal, Bloomberg, The Guardian და სხვა მსოფლიო დონის გამოცემების რედაქტორები და დამფუძნებლები.

სამიტზე რადიოჰოლდინგ ”ფორტუნას” გენერალური დირექტორი თამარ ჩიგოგიძეც იმყოფება. მისი შეფასებით, ვებ-სამიტი  საინტერესო ღონისძიებაა, რადგან  დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს სფეროში არსებულ სიახლეებს, როგორ მიმდინარეობს დიჯითალიზაციის პროცესი, გაუზიარონ ერთმანეთს ინოვაციები საკუთარ სფეროში, დაამყარონ კონტაქტები სამომავლო ურთიერთობებისთვის.

„ასევე, ძალიან საყურადღებოა ვებ-სამიტის ციფრული აპლიკაცია, რომელიც ყველა მონაწილეს შესაძლებლობას აძლევს, დაამყარონ კონტაქტი მარტივად, წარუდგინონ ერთმანეთს საკუთარი პროექტები და წინადადებები.  აპლიკაცია მრავალფუნქციურია, შეიცავს  სრულფასოვან ინფორმაციას ვებ-საიტის, მონაწილეების და დღის წესრიგის შესახებ. თავად სამიტი საოცრად ორგანიზებულია და წამი წამში მიჰყვება განრიგს,“- განაცხადა თამარ ჩიგოგიძემ.

მისივე თქმით, სამიტში „ფორტუნას“ მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„შესაძლებლობა გვაქვს, ვნახოთ, თუ რა მიმართულებით მიდის დღეს ტრადიციული მედია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის დიჯიტალიზაციის პროცესი და რა შესაძლებლობები აქვს რადიოს განვითარების მიმართულებით. მიმაჩნია, რომ თუ დროულად ავყვებით დროს, რადიო ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ხვალინდელ მედიაში“- აღნიშნა „ფორტუნას“ გენერალურმა დირექტორმა.

cwvkyhsxcaac1qoკონფერენცია 7 ნოემბერს დაიწყო და 10 ნოემბერს დასრულდება. ვებ-სამიტი 21 განსხვავებულ ღონისძიებას ერთ დარბაზში აერთიანებს. სამიტი თითქმის უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ლისაბონის ტექნოლოგიურმა ვებ-სამიტმა მსოფლიო მასშტაბით დიდი ინტერესი გამოიწვია. ამის გამო, ლისაბონში დაგეგმილზე 20 000-ით მეტი ადამიანი ჩავიდა. როგორც მათ Facebook-ის გვერდზეა მითითებული, კონფერენციაზე 30 000 ადამიანს ელოდებოდნენ, თუმცა მასზე ოფიციალურად 53.056-ზე მეტი პირი დარეგისტრირდა.

Twitter-ის პოსტებიდან ირკვევა, რომ ამის გამო, ღონისძიებაზე დასწრებას ყველა ვერ ახერხებს და უამრავი ადამიანი შენობის გარეთაა დარჩენილი.

სამიტისთვის მოუმზადებელი იყო ლისაბონის მეტროც. ტურისტების სიმრავლის გამო, მეტროთი მგზავრობის მსურველებს დიდ რიგში ყოფნა უწევთ.

Twitter-ის  პოსტებიდან, ასევე, ირკვევა, რომ მცირე ინციდენტი თავად კონფერენციის დროსაც მოხდა.

სამიტის დამფუძნებლის და აღმასრულებელი დირექტორის, პედი ქოსგრეივის გამოსვლის დროს, WIFI –ის მუშაობა შეფერხდა, რამაც ტექნოლოგიურ სამიტზე, თემატიკიდან გამომდინარე, მცირე უხერხულობა შექმნა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g