„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება ვიდეო, სადაც ბიზნესის დაწყებისთვის საუკეთესო ქვეყნებია წარმოდგენილი. აღნიშნული შეფასება ეყრდნობა მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ რეიტინგს, რომლის მიხედვით საქართველო ტოპ ათეულში მე-8 ადგილს იკავებს და წინ უსწრებს ირლანდიასა და სომხეთს.
ვიდეოკოლაჟში აღნიშნულია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბიზნესის კუთხით საქართველომ საკუთარი მაჩვენებელი გააუმჯობესა და 2 ადგილით დაწინაურდა.
ბიზნესის მარტივად დასაწყებად ჩამოთვლილი ქვეყნების ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება:
- ახალი ზელანდია
- კანადა
- ჰონგკონგი
- მაკედონია
- აზერბაიჯანი
- სინგაპური
- ავსტრალია
- საქართველო
- სომხეთი
- ირლანდია
დეტალური ინფორმაცია:
[fbvideo link=”https://www.facebook.com/worldeconomicforum/videos/10153890757896479/?__mref=message_bubble” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]