საქართველოს პირველი არხის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუს, „მასტერშეფის“ მეორე სეზონის გამარჯვებული ნუცა სურგულაძე გახდა.
„მასტერშეფის“ მეორე სეზონის გამარჯვებულის ვინაობა დაძაბულ ფინალში დღეს გაირკვა. შოუს ფინალში ერთმანეთს ნუცა სურგულაძე, დიმუ მენაბდე და გაგა ვარდანიძე ეჯიბრებოდნენ.
არც კი ვიცი, რითი დავიწყო. მსგავსი ემოცია არასდროს არ მქონია. ყველაზე ბედნიერი ვარ, რადგან ასეთ საოცარ პროექტში მივიღე მონაწილეობა და მეტიც გავიმარჯვე! ???
,,მასტერშეფი ნიშნავს ჩემთვის ძალიან ბევრს, რადგან ამ გადაცემამ სრულიად ამოატრიალა ჩემი ცხოვრება და მაპოვნინა საყვარელი პროფესია. მახსოვს ბავშვობაში, როგორი აღფრთოვანებით ვუყურებდი კულინარიულ გადაცემებს და წარმოვდგენდი ჩემ თავს მათ ადგილას. ვოცნებობდი, რომ მეც ერთ დღეს ეს ტიტული მერგებოდა, რასაც ქვია “მასტერშეფი” და ვამაყობ რომ პატარა ნუცას ავუხდინე ეს ნანატრი ოცნება! მინდა რომ ყველას გისურვოთ ოცნებების ახდენა! რადგან შეუძლებელი არაფერია მთავრია მიზანი დავისახოთ და ბოლომდე მივყვეთ მას! გვჯეროდეს ჩვენი თავის და ყველაფერი გამოვა! გისურვებთ რომ ჯადოსნური და ბედნიერი ცხოვრება გქონდეთ! ✨✨✨ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ადამიანებს რომლებიც გვერდში მედგნენ და დამეხმარნენ ჩემი ოცნების ახდენაში! საუკეთესო გადამღები ჯგუფი თავიანთი საოცარი პროფესიონალიზმით Nova Productions?
ყველაზე მაგარ მონაწილეებს რომლებთანაც ძალიან დავახლოვდი და ოჯახის წევრებივით შემიყვარდნენ❤️❤️❤️
ასევე ძალიან დიდი მადლობა Restaurant Meama • რესტორანი მეამა და მათ საოცარ გუნდს Irakli Kakhidze❤️
მასტეშეფის არის ბედნიერება ჩემთვის და ყველას გისურვებთ რომ ეს ემოცია და ბედნიერება ოდესმე განიცადოთ!” – დაწერა ნუცამ სოციალურ ქსელში