ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ოთხმა თაობამ ახალი ათწლეულის დაწყება ერთობლივი ფოტოთი აღნიშნა. ცოტა ხნის წინ, ბუკინგემის სასახლემ სამეფო ოჯახის ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ოჯახის ოთხი თაობის წარმომადგენელი: დედოფალი ელიზაბეტ მეორე; მისი შვილი, პრინცი ჩარლზი; ჩარლზის შვილი, სამეფო ტახტის მემკვიდრე პრინცი უილიამი და უილიამის შვილი, პრინცი ჯორჯია აღბეჭდილი.