LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კვირიკაშვილი ხადურის უტიფარი ტყუილების გზას დაადგა” – ზურაბ ჭიაბერაშვილი

100

პრემიერის შეფასებებს ლარზე უსაფუძვლოს უწოდებენ საპარლამენტო უმცირესობაში. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ოპოზიციაში ამბობენ, რომ ექსპორტი მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, კიდევ უფრო აღარიბებს მოსახლეობას.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი პრემიერმინისტრს მოსახლეობის მოტყუებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა მნიშვნელოვნად დაქვეითებულია.

„კვირიკაშვილი არც ადრე გამოირჩეოდა სიმართლის თქმით, მაგრამ ახლა იგი ხადურის უტიფარი ტყუილების გზას დაადგა. თუ მისსავე მოყვანილ მაგალითს ავიღებთ, რომ თითქოს იმპორტი გაზრდილია, ესეც არის აბსოლუტური ტყუილი. თუ C ჰეპატიტის პროგრამით ამერიკის მიერ ნაჩუქარ წამლებს გამოვაკლებთ, მაშინ ვნახავთ, რომ ჩვენი მსყიდველობითუნარიანობა დაქვეითებულია და მოვიხმართ უფრო ნაკლებს, ვიდრე მოვიხმარდით თუნდაც გასულ წელს. ეს ხდება სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ ივანიშვილის მთავრობის მავნებლური პოლიტიკის გამო, ყოველდღიურად ვღარიბდებით,“ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საჭიროა მთავრობამ, რაც შეიძლება მოკლე დროში შეიმუშაოს და განახორციელოს ეფექტური სამოქმედო გეგმა.

„პრემიერს საქართველოს მოსახლეობისთვის ახალი არაფერი უთქვამს. იმპორტსა და ექსპორტს შორის რომ დისბალანსია, სწორედ ეს იწვევს ლარის გაუფასურებას. მე ვფიქრობ, რომ მთავრობას ამის დარეგულირების მექანიზმები არც შეიძლება ჰქონდეს. ეს გამოწვეულია დამატებით იმით, რომ საარჩევნოდ 70 ათასმა ადამიანმა მიიღო ქართული ოცნებისგან დამატებით ხელფასი და და ჭარბი ლარი გაჩნდა,“ – აცხადებს პატრიოტთა ალიანსის აღმასრულებელი მდივანი გოჩა თევდორაძე.

mazda magti 5g