ლეგენდარული როკ-ჯგუფ Black Sabbath-ის ყოფილი წევრის, ოზი ოსბორნის შემოქმედებითი კარიერა აქტიურად მიმდინარეობს, მუსიკოსი აგრძელებს კომპოზიციების ჩაწერას და ვიდეოების გადაღებას, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ახალმა კომპოზიციამ Straight to Hell და ვიდეოკლიპმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ის ახალ ალბომში Ordinary Man შევა, რომლის გამოსვლაც 2020 წელს იგეგმება.
მუსიკალური ვიდეო გამოსვლიდან 24 საათში 730 ათასმა ადამიანმა ნახა, ახლა კი ნახვების რაოდენობა უკვე მილიონს აჭარბებს.