ავსტრალიაში, იმ ცხოველებს, რომლებიც ოქტომბრის შემდეგ მძვინვარე მასშტაბურ ხანძარს გადაურჩნენ, ახლა შიმშილობა ემუქრებათ. სწორედ ამიტომ, ახალი სამხრეთ უელსის მთავრობამ “ოპერაცია კლდის ვალაბი” დაიწყო და კენგურუს ოჯახის საშუალო ზომის ჩანთოსანი ძუძუმწოვართა გადასარჩენად ვერტმფრენებიდან ათას კილოგრამზე მეტი ბოსტნეული გადმოყარა.
ოჯახი, რომელმაც ავსტრალიაში ხანძრის შედეგად დაშავებული 90 ათასზე მეტი ცხოველი გადაარჩინა
Operation Rock Wallaby 🦘- #NPWS staff today dropped thousands of kgs of food (Mostly sweet potato and carrots) for our Brush-tailed Rock-wallaby colonies across NSW 🥕🥕 #bushfires pic.twitter.com/ZBN0MSLZei
— Matt Kean MP (@Matt_KeanMP) January 11, 2020
პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ ავსტრალიის ხელისუფლება ტყის ხანძრისგან გადამწვარი ველური ბუნების აღსადგენად 35 მილიონ დოლარს გამოყოფს.
აღნიშნული თანხის ნახევარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ცხოველთა სახეობების გამრავლებას და მათთვის შესაბამისი გარემოს შექმნას მოხმარდება. მათ შორის კოალების, რომლებსაც სტიქიის გამო უკვე საფრთხე ემუქრება.
ავსტრალიაში დაუსრულებელი ხანძრების შემდეგ ბუნება კვლავ გაცოცხლდა (ფოტო)
ბუნება გვეუბნება: ყველაფერი კარგად იქნება!
შეგახსენებთ, მასშტაბური ტყის ხანძრები ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. ხანძარს 26 ადამიანი და მილიონობით ცხოველი ემსხვერპლა.
კოალას გამოსახულებიანი ჰუდები და მაისურები – Balenciaga ავსტრალიას დაეხმარება