LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ოქროს გლობუსის“ გადაცემის შემდეგ ხოაკინ ფენიქსი დააპატიმრეს

226
joaquin-phoenix-1578752300

როგორც ველოდით,  „ოქროს გლობუსის“ 77-ე დაჯილდოების ცერემონიალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო ხოაკინ ფენიქსმა მიიღო.

სულ ცოტა ხნის წინ კი, ვარსკვლავი დააპატიმრეს. როგორც იცით, ხოაკინ ფენიქსი ცხოველების ცნობილი უფლებადამცველია, ის გასულ პარასკევს, 10 იანვარს ტრადიციულ, ყოველკვირეულ საპროტესტო აქციას შეუერთდა.

ეს სწორედ ის აქციაა, რომელზეც ცნობილი მსახიობი, ჯეინ ფონდა არაერთხელ დააკავეს. დემოსნტრანტები აქციის ფარგლებში კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო მექანიზმების უფრო მასშტაბურად გამოყენებას ითხოვენ.

რაც შეეხება ლეგენდარულ მსახიობ ხოაკინ ფენიქსს, ის დაუმლორჩილებლობის გამო დააპატიმრეს, მოგვიაბნებით კი გაათავისუფლეს, თუმცა მსახიობმა აქციაზე სიტყვით გამოსვლა მაინც მოასწრო.

„ზოგჯერ არ ვიცით, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ კლიმატის ცვლილებებს, მაგრამ არის რაღაც, რაც შეგვიძლია დღესვე გავაკეთოთ – სწორად ავირჩიოთ ის, თუ რას ვჭამთ და მოვიხმართ” – განაცხადა ფენიქსმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები