LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ კაპანაძეს ვლადიმერ ჩაჩიბაია შეცვლის

53

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს ვახტანგ კაპანაძეს ვლადიმერ ჩაჩიბაია შეცვლის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან იზორიამ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. კაპანაძეს 22 ნოემბრიდან უფლებამოსილება ეწურება.
უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს, თუ ვინ შეცვლის ვახტანგ კაპანაძეს და გადაწყდა, რომ 22 ნოემბრის შემდეგ უშიშროების საბჭოს ვლადიმერ ჩაჩიბაიას კანდიდატურა წარედგინება. მისივე თქმით, ვახტანგ კაპანაძემ ყველა ის მიზანი, რაც დასახული იყო, წარმატებით შეასრულა.
თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის ინფორმაციით, ვლადიმერ ჩაჩიბაიას წარდგენა ხვალ იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g