მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 08:47-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
მოერიდეთ სარისკო, ავანტიურულ მოქმედებებს, მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს და ძველი ტარდიციების აღდგენას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისა და ახალი ნაცნობების შესაძენად, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და სასამართლო პროცესის გასამართად, ხელშეკრულების, გარიგების გასაფორმებლად და პრეზენტაციის მოსაწყობად, მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად და ახალი საქმის დასაწყებად, სპორტული ღონისძიების და ლაშქრობის მოსაწყობად. არ ღირს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ სიმძიმის აწევას და ზედმეტი საკვების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, ნეფრიტი, სარდიონი, აქვამარინი და ლალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, უსიამოვნებები ელით ქალწულს, მორიელს, თხის რქას და თევზებს.