ბათუმელი ყურშა, უსახლკარო ძაღლი, რომელსაც ქალაქის მცხოვრებნი სხვადასხვა სახელით მოხისენიებენ და საჭმელსაც ხშირად უწილადებენ, მათი ქალაქის კოლორიტია. მას ბავშვები, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ერთხელ კი არ გადაუყვანია ქუჩაზე, არამედ ამას მუდმივად აკეთებს.
სოციალურ ქსელში გულო ქოქოლაძემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ისევ იგივე ძაღლი ჩანს და ის ისევ გულმოდგინედ უყეფს მანქანებს, რომ მათ პატარები გადასასვლელზე გადაატარონ.
ავტორმა ვიდეო ასე დაასათაურა:
„ასე გვიერთგულა!ასე გაგვიფრთხილდა!ასე გვიმეგობრა ჩვენმა ყურშამ“