ზუგდიდში, 22 წლის სალომე გაგუას გარდაცვალების მიზეზი გრიპის ვირუსი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძემ დაადასტურა. მანვე განაცხადა, რომ ინფორმაცია თითქოს ახალგაზრდა ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„რა თქმა უნდა, სამწუხარო ინფორმაციაა ახალგაზრდა ქალბატონის გარდაცვალება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივუსამძიმრო მის ოჯახს. ის ინფორმაცია, რაც გავრცელდა, რომ თითქოს ახალგაზრდა კორონავირუსით გარდაიცვალა არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს უკვე ლაბორატორიულად არის დადგენილი. აღებული იყო ნიმუში და სწორედ 2 საათის წინ დასრულდა კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში, სამწუხაროდ აღნიშნული გარდაცვალების შემთხვევა დაკავშირებულია გრიპთან. ლაბორატორიულად გრიპის B ტიპი დადგინდა. ეს ამ სეზონზე გრიპის გამო, ლაბორატორიულად დადგენილი გარდაცვალების მე-3 შემთხვევაა. თქვენი საშუალებით მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ არ აყვნენ დეზინფორმაციას, ამ შემთხვევაში არავითარ კორონავირუსთან საქმე არ გვქონია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის სოფელ რუხში 22 წლის სალომე გაგუა, გარდაიცვალა. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით 22 წლის ზუგდიდელი გოგონა გარდაიცვალა