22 წლის გოგონა სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა. შემთხვევა ზუგდიდში დღეს მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ვარცელებს. სოფელ რუხის მკვიდრის, სალომე გაგუას ნათესავები აცხადებენ, რომ გოგონას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შესაბამისი დახმარება ვერ გაუწიეს და მისი ქუთაისში ,,უნიქალ მედიის” კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
გავრცელებული ცნობით, ახალგაზრდა ქალს დახმარება იქაც ვერ აღმოუჩინეს. გოგონა ქუთაისიდან თბილისში ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა.
„გრიპის ვირუსი ყოველ წელს ყველა ქვეყანაშია, ჩვენც როგორმე გადავიტანთ“ – ჯანდაცვის მინისტრი