თალიბანმა აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობას იღებს. ინფორმაციას ამის შესახებ „Reuters“ ავრცელებს. მოძრაობის განცხადებაში წერია, რომ ავღანეთის პროვინცია ღაზნიში თვითმფრინავის ჩამოგდების მიზანი ამერიკელი სამხედროებისა და მაღალჩინოსნების მკვლელობა იყო.
„თვითმფრინავი, რომელიც სადაზვერვო მისიაზე იყო, ჩამოგდებული იყო ღაზნის პროვინციის დეჰ იაკის ოლქის სადო ხელის რაიონში“, – მოჰყავს გამოცემას ზაბიჰულა მუჯაჰიდის, თალიბანის პრეს-სპიკერის კომენტარი. მისი თქმით, თვითმფრინავზე მყოფი ყველა ადამიანი – მათ შორის მაღალჩინოსნები დაიღუპნენ.
შეგახსენებთ, ავღანეთში ქაბულის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ღაზნის პროვინციაში თვითმფრინავმა კატასტროფა დრეს დილით განიცადა. თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.
