„რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“ ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა.
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებულები უკვე ცნობილია. სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ Welcome to Georgia -ს მეორე ოფიციალური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც 19 გამარჯვებული გამოვლინდა, 19 განსხვავებულ ნომინაციაში. როგორც ”ფორტუნას” ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, ეს გამარჯვებულები არიან:
1. BEST BUSINESS EVENT VENUE AWARD – Holiday Inn Tbilisi
2. BEST MICE TOURISM AWARD – BTL Georgia
3. BEST TOURISM RESTAURANTS SERVICES AWARD – Restaurant “Georgian House”
4. BEST TOURISM WINERY AWARD – Winery Khareba
5. BEST BOUTIQUE ACCOMMODATION AWARD – Vinotel
6. BEST STANDARD ACCOMMODATION AWARD – Courtyard by Marriott Tbilisi
7. BEST DELUXE ACCOMMODATION AWARD – Crowne Plaza Borjomi
8. BEST WELLNESS & SPA RESORT AWARD – Lopota Lake Resort & Spa
9. BEST MOUNTAIN ACCOMMODATION AWARD – Rooms Hotel Kazbegi
10. BEST SEA ACCOMMODATION LOCATED IN THE CITY – Divan Suites Batumi
11. BEST SEA ACCOMMODATION LOCATED ON THE COAST – Hilton Batumi
12. BEST LOW BUDGET ACCOMMODATION AWARD – Dvizh Hostel Eli Spali
13. BEST TOURISM INNOVATION OF THE YEAR AWARD – Check in Georgia
14. BEST FESTIVAL OR EVENT AWARD – GEM Fest
15. BEST INCOMING TOUR OPERATOR AWARD – CAPITAL GEORGIA TRAVEL
16. BEST OUTBOUND TOUR OPERATOR AWARD- Easy Travel Agency
17. BEST ADVENTURE TOURISM AWARD – rafting.ge
18. BEST TRAVEL PHOTOGRAPHER OF THE YEAR – Shermazana
19. THE FASTEST GROWING COMPANY OF THE YEAR IN THE SME SEGMENT – Continent Cron Palace Tbilisi
მათივე ცნობით, დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა პირველი ვიცე პრემიერი, ფინანსთა მინისტრი – დიმიტრი ქუმსიშვილი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – ქეთევან ბოჭორიშვილი; თბილისის მერი -დავით ნარმანია; თბილისის მერის მოადგილე – ირაკლი ლექვინაძე; საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმნისტრაციის ხელმძღვანელი – გიორგი ჩოგოვაძე და ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის, სახელმწიფოს, მედიისა და სხვა ბიზნე სსექტორის 500- მდე წარმომადგენელი.
ცერემონია გახსნა პირველმა ვიცე პრემიერმა – დიმიტრი ქუმსიშვილმა. მან აღნიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტები ქართული ტურიზმის განსავითარებლად და სპეციალური ჯილდო “AWARD FOR CONTRIBUTION TO TOURISM DEVELOPMENT”გადასცა . ასევე სიტყვით გამოვიდა თბილისის მერი – დავით ნარმანია, რომელმაც ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური დიპლომით დააჯილოვა „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“.
ცნობისთვის, “Welcome to Georgia“-ს პროექტში მონაწილეობა 300-ზე მეტმა ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიამ მიიღო, საქართველოს ყველა რეგიონიდან. ნომინანტების შეფასების პროცესი გაყოფილი იყო ორ ეტაპად, პირველ ეტაპზე – მიმდინარეობდა ონლაინ ხმის მიცემა, პროექტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ხოლო მეორე ეტაპზე ნომინანტები შეაფასა – კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომელიც დაკომპლექტებული იყო საერთაშორისო და ქართველი, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს პროფესიონალებისგან.