10 დეკემბერს, 21:00 საათზე, „ტერასა ლაუნჯში“ საქველმოქმედო საღამო გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სალომე ბაკურაძე, თიკა მახალდიანი, ნინი წიკლაური, გიორგი ტიგინაშვილი, გიორგი გასვიანი და გვანცა ჯაფარიძე. დაუკრავს დიჯეი გიორგი ხოტივრიშვილი.
საქველმოქმედო საღამო ერთი მიზნით იმართება – შეგროვებული თანხა მთლიანად გადაირიცხოს ირაკლი დანელიას ანგარიშზე. მას მწვავე ლომფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა და სასწრაფოდ სჭირდება ძვირად ღირებული ოპერაცია, ძვლის ტვინის გადანერგვა.
საღამოზე დასასწრები ბილეთის ფასი 10 ლარია.
ასევე ცნობილია ანგარიშის ნომერიც, სადაც მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ – საქართველოს ბანკი, GE82BG0000000597274700, მიმღები: გიორგი დანელია.