LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მთავრობა უფრო გამხდარი იქნება,” – ჯეჯელავა სამინისტროში მიმდინარე ოპტიმიზაციაზე

62

განათლების სამინისტროს სსიპ-ების გაუქმება ამ ეტაპზე გეგმაში არ არის, თუმცა სსიპ-ებში ფუნქციების გაუქმება შესაძლებელია.

”კერძო სექტორში ვმუშაობდი და ყოველწლიურად ვაკეთებდით ოპტიმიზაციასაც, გადახედვასაც. ზოგან მეტი ხალხი გვეყოლება, ზოგან – ნაკლები. ჩვენ 10%-ით ნაკლებს დავხარჯავთ როგორც ანაზღაურების, ასევე ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 

მინისტრის თქმით, სამსახურიდან გათავისუფლდება  „იმდენი ადამიანი, რამდენიც ასრულებს ისეთ ფუნქციებს, რომელთა შესრულებაც მათ გარეშე არის შესაძლებელი“.

”ყველა ვინც ხალხის ფულს ზედმეტად ხარჯავს, მიუხედავად იმისა, რა გეგმა აქვს მთავრობას და ეკონომიკას, უნდა გავათავისუფლოთ და სადაც გვჭირდება დამატებითი კადრი უნდა ავიყვანოთ.

”მთავრობა წინ მიდის ამ თვალსაზრისითაც, რომ უფრო გამხდარი იყოს, ჩემგან რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს და უფრო ეფექტურად ხარჯავდეს ხალხის ფულს”, – დასძინა განათლების მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g