ტელეწამყვანი ნიკა წულუკიძე, როგორც ჩანს, კორონავირუსის საფრთხეს საკმაოდ რეალისტურად აფასებს. ახლახან მის გვერდზე „ფეისბუქზე“ გამოჩნდა ნუცა მამულაშვილის გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ არის აღჭურვილი სადეზინფექციო საშუალებებით ნიკოლოზი თვითმფრინავში. მას, რასაკვირველია, უკეთია პირბადე. სადეზინფექციო ხსნარით წმენდს გარშემო ყველაფერს და ბოლოს ანტივირუსულ გელსაც იყენებს.