LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის საინვესტიციო ბანკი 450 მილიონით გვაფინანსებს

92

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 450 მლნ ევროს გამოუყოფს. აღნიშნული თანხა კონკრეტული პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. მხარეებს შორის ხელშეკრულება 9 დეკემბერს გაფორმდება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მოზიდული დაფინანსება მიემართება საქართველოს საავტომობილო ინფრასტრუქტურის, აგრეთვე სოფლის მეურნეობისა და აგრომრეწველობის განვითარებაზე.

ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრეს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტ იან ვაპავუორის შეხვედრაზე.

ქუმსიშვილმა სტუმარს გააცნო საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა და მისი ძირითადი მიმართულებები. აღინიშნა, რომ მათი განხორციელება დააჩქარებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპს, რაც საქართველოს ბიზნესგარემოს ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის და ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საგადასახადო რეფორმაზე, აგრეთვე მიმოიხილა სამთავრობო გეგმები ქვეყანაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლებიც გაზრდის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს, ტურიზმის სექტორს, რეგიონებში ხელს შეუწყობს ბიზნეს-აქტივობებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g