LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუდანა მაზმანიშვილი 30 დეკემბერს მსმენელის წინაშე თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგება

158

30 დეკემბერს თბილისის სიმფონიური ორკესტრი წარმოგიდგენთ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის კონცერტს ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის N3, რომელსაც შეასრულებს გერმანიაში მოღვაწე ქართველი პიანისტი – დუდანა მაზმანიშვილი.

მან უმაღლესი მუსიკალური განათლება მიუნხენსა და ნიუ-იორკში მიიღო და უკვე დიდი ხანია წარმატებით გამოდის მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილ საკონცერტო სცენაზე.

ღონისძიებაზე ასევე შესრულდება ვახტანგ კახიძის „საშობაო ტრილოგია“ მამაკაცთა და ბიჭუნათა გუნდისთვის ორკესტრის თანხლებით. ეს ნაწარმოები დაიწერა შვეიცარიის არმიის სასულე ორკესტრის დაკვეთით და მიეძღვნა ქრისტეშობის 2000 წლის საიუბილეო თარიღს. გუნდის პარტიას თავიდანვე ანსამბლები „რუსთავი“ და „მძლევარი“ ასრულებდნენ. 2004 წელს კომპოზიტორმა შექმნა ნაწარმოების ახალი რედაქცია სიმფონიური ორკესტრისთვის, რომელიც ამ საღამოს გაჟღერდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g