სულ ცოტა ხნის წინ, 45 წლის ბრედლი კუპერი „ოსკარების“ კულისებში ყოფილ შეყვარებულს, რენე ზელვეგერს ეფლირტავებოდა. ახლა კი ის სრულიად სხვა ამპლუაში დააფიქსირეს.
რენე ზელვეგერი და ბრედლი კუპერი - ყოფილების მორიგი პაემანი კულისებში
„მე არ შემიძლია შესაბამისი სიტყვების პოვნა, როდესაც მასზე ვსაუბრობ, მე ის უბრალოდ მიყვარს“
ტაბლოიდებმა ბრედლი შვილთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში გადაიღეს. ბრედლის ლეა ხელში ჰყავდა აყვანილი და ისინი იდეალური სანახავები იყვნენ. ფოტომ საზოგადოების გულები მალევე დაიპყრო.
„წლის მამა“, – წერენ სოციალურ ქსელში.
უნდა აღინიშნოს, რომ ბრედლი სულ უფრო და უფრო მეტ დროს ატარებს თავის ქალიშვილთან.
შეგახსენებთ, მსახიობმა, ბრედლი კუპერმა და მოდელმა ირინა შეიკმა განქორწინების შემდეგ ქალიშვილზე მეურვეობა თანაბრად გადაინაწილეს.