LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: არჩილ თალაკვაძის მოხსენებისას ოპოზიციამ საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართო

166
0567

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც თავმჯდომარე ყოველწლიურ მოხსენებას წარადგენს, ოპოზიციის წევრებმა – ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს. მუსიკა იმ დროს ჩაირთო, როდესაც თალაკვაძე რუსულ ოკუპაციაზე, აგვისტოს ომის მოვლენები საუბრობდა.

“ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციაში დღემდე რჩებიან ადამიანები, ვინც თავის დროზე სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებს მიჰყიდეს, ბრძოლის ველზე ჯარისკაცები დატოვეს და მშვიდობიანი მოსახლეობა საომარ ზონაში მიატოვეს. ევროპის საბჭოში რეზოლუციას მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოს ადანაშაულებდა საომარი მოქმედებების დაწყებაში”, – განაცხადა თალაკვაძემ.

“ევროპული საქართველოს” წევრმა, ელენე ხოშტარიამ მცირე კომენტარი გააკეთა, რის შემდეგ მანდატურის თანამშრომლებმა პლენარული სხდომა დაატოვებინეს.

“ჩვენ ქვეყანაში არ იქნება ცეკას მოხსენებები. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალაუფლება, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამას ვეგუებით. მუდმივად ექნებათ ეს დისკომფორტი”, – განაცხადა მან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g