„ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი მოყვა, რომელ ფეხბურთელებს განიხილავს ის თავის უფროს შვილთან, ტიაგოსთან ერთად.
„ტიაგოს რამდენიმე საყვარელი ფეხბურთელი ყავს. მას ძალიან უყვარს ფეხბურთი. ის ხშირად მეკითხება ლუისის შესახებ (სუარესი), რომელთანაც ახლო ურთიერთობა მაქვს. ასევე გრიზმანზე. ხშირად ლაპარაკობს ვიდალზე მისი ვარცხნილობის გამო, პირველივე დღიდან, რაც ნახა.
რაც შეეხება ფეხბურთელებს, რომლებიც „ბარსაში“ არ თამაშობენ, ჩვენ ვსაუბრობთ კილიანზე, კრიშტიანოზე, ნეიმარზე. მოკლედ, ტიაგო ყველაფერზე საქმის კურსშია, მას ბევრი რამ მოსწონს“, – ციტირებს მესის სიტყვებს Daily Star.

ტიაგო სამიდან უფროსი ბიჭია. მის ძმებს მატეო და ჩირო ქვიათ.