LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანიტა ფაცაციას ბებია: „მას პრინცესასავით ვზრდიდით…“

4749
tamuna-glurjidzenswsss

პატარა გოგონა, ანიტა ფაცაცია, რომელსაც გულის სერიოზული პრობლემები ჰქონდა და მას მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, მცირე ხნის წინ ინდოეთში მკურნალობისას გარდაიცვალა.

გოგონას ბებია, თამუნა გლურჯიძე ჟურნალ „სარკეს“ თავისი შვილიშვილის შესახებ ესაუბრება. პატარას მონატრებამ ბებიას ლექსების წერა დააწყებინა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

„იმხელა ემოციამ და აჟიოტაჟმა, რაც ანიტას გარშემო იყო ატეხილი, ილუზიებში გადაგვაგორა. ვფიქრობდი, ამდენი ადამიანი ლოცულობს და ეს ამბავი ცუდად როგორ დასრულდება-მეთქი. ამ ზღაპრის მჯეროდა“.

„მართლა პრინცესასასვით ვზრდიდით. მერე კი მთელი ქვეყანა გადაირია. რომ წაგაკითხათ, პირადში რა წერილებს ვიღებ… ეტყობა, ამ ბავშვს რაღაც განსაკუთრებული ჰქონდა…

როგორ არიან ანიტას მშობლები?

ამ ყველაფერს უძლებენ იმ საქმით, რომელიც წამოიწყეს. უნდათ, ანიტას სახელით ბევრი კეთილი საქმე გააკეთონ… რასაც მათ ეს თვეები გაუძლეს… ნორმალურ ადამიანად დარჩე მას მერე, რითაც ეს ამბავიდ ასრულდა, ალბათ, ფანტასტიკის სფეროა, ასეთ დროს ადამიანი ჭკუიდან გადადის… ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ნაკლები დრო დარჩე საკუთარ თავთან მარტო. მარიკოს და გიორგის მეგობრები და ახლობლები მარტო დარჩენის საშუალებას არ აძლევენ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g