LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა გრიგოლია „ხელოვნური სუნთქვის“ გაგრძელებას ითხოვს – რატომ დაიხურა სერიალი

297

მცირე ხნის წინ, სერიალ „ხელოვნური სუნთქვის“ გვერდზე გავრცელდა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სერიალი ჯერჯერობით ვეღარ გაგრძელდება.

„მეგობრებო, „ხელოვნური სუნთქვის“ მთელი შემოქმედებითი ჯგუფის სახელით გიხდით უდიდეს მადლობას ჩვენთან ერთად გატარებული ყველა საღამოსთვის!

ორი სეზონის განმავლობაში მუდმივად ვიღებდით თქვენგან, ამ სერიალის მაყურებლებისგან, მხარდაჭერის და სიყვარულის გამომხატველ წერილებს, შექებას, კრიტიკას, ცრემლებს, სიცილს, ემოციებს და განცდებს, იმ ყველაფერს, რამაც მოგვცა უდიდესი ენერგია ამ მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად. მადლობას გიხდით ამისთვის მხოლოდ თქვენ, უკლებლივ ყველა მესიჯის, კომენტარის და სტატუსის ავტორს!
მეორე სეზონი დასრულებულია. რაც შეეხება სერიალის გაგრძელებას – ამ ეტაპზე უცნობია, იქნება თუ არა ხელოვნური სუნთქვის მესამე სეზონი“.

ამ გადაწყვეტილებას სოცქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ამბობენ, სერიალი დაფინანანსების არარსებობის გამო ჩერდება.

ინგა გრიგოლია, რომელიც „ხელოვნური სუნთქვის“ ერთ-ერთი გულშემატკივარია, „ფეისბუქის“ საშუალებით „რუსთავი 2“-ის დირექტორს, ნიკა გვარამიას მიმართავს:

„ნიკა გავრამია, გავიგე, რომ შეიძლება, „ხელოვნური სუნთქვა“ აღარ გაგრძელდეს. ჰოდა, ან სწრაფად მიიღე გადაწყვეტილება და დამიბრუნებ ჩემი სერიალი, ან გამაგებინეთ მაინც, რატომ დაიჭირეს შოთა, ან მე ვიწყებ მშრალ შიმშილობას „რუსთავი 2“-ის შესასვლელთან იქამდე, ვიდრე არ გაკეთდება განცხადება, რომ სერიალი გრძელდება!!!

მოვახდენ მაყურებლის მობილიზაციას და დავიწყებ საპროტესტო აქციებს, თავისი კარვებითა და საკნებით, თქვენ წინააღმდეგ!!! ველი გადაწყვეტილებას. დაჟინებული მოთხოვნით, მაყურებელი ი.გ.“
მის ამ სტატუსს გამოეხმაურა გოგი გვახარია, რომელმაც აღნიშნა, რომ თავად დაუსვა ეს შეკითხვა ნიკა გვარამიას, რომელმაც უპასუხა, მთავრობას ჰკითხეო – „პირველი სერიალია, რომლის ყურებაც დავიწყე და აღმოჩნდა უკანასკნელი“, დასძენს გვახარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g