LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძაღლების ჩხუბის ამსახველ ვიდეოზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

89

ვიდეოზე, სადაც ძაღლების სასტიკი ჩხუბია ნაჩვენები, საქმე აღიძრა. “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობას გულისხმობს.

ვიდეო „ფეისბუქის“ მომხმარებელმა გიორგი ქალდანმა განათავსა, კადრები სვანეთშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს ორი ძაღლის ჩხუბი, უმძიმესმა კადრებმა სოციალური ქსელების მომხმარებლები აღაშფოთა.

რამდენიმე წუთის წინ ვიდეო ავტორმა სოციალური ქსელიდან აიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g