იტალიაში კორონავირუსით უკვე 1 016 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ით დაინფიცირების 15 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამასთან, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლუიჯი დი მაიოს თქმით, მიღებულმა ზომებმა შედეგი გამოიღო. მისი თქმით, მას შემდეგ რაც იტალიის ჩრდილოეთით 10 ქალაქი ე.წ. წითელ ზონად გამოცხადდა, იქ დაინფიცირების ახალი შემთხვევები აღარ ჰქონიათ.
კახა კალაძე იტალიელ ხალხს მიმართავს: შენ ძლიერი ხარ, იტალია, შენ გაუმკლავდები და გადალახავ ამ დიდ გამოწვევას
რაც შეეხება გლობალურ მონაცემებს, მსოფლიოში კორონავირუსის 132 992 შემთხვევა არის დადასტურებული. კოვიდ 19-ს უკვე 4 945 ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 68 891 პაციენტი.
ცარიელი იტალია: უჩვეულო სანახაობა და ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს სჭირდება (ფოტოები)
სამყარო იტალიის გარეშე სამყარო არ არის!
ცარიელი იტალია: უჩვეულო სანახაობა და ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს სჭირდება (ფოტოები)
სამყარო იტალიის გარეშე სამყარო არ არის!
