თბილისის მერი, კახა კალაძე იტალიას მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„წინ იტალია! იტალია, შენ ძლიერი ხარ. თავს გაართმევთ და გადალახავთ ამ დიდ გამოწვევას. ჩვენი მხარდაჭერა გაქვთ“, – წერს კახა კალაძე.
კორონავირუსით იტალიაში 827 ადამიანია გარდაცვლილი. ინფიცირებულთა რაოდენობა 12 ათას აჭარბებს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ინფორმაციით, აქედან 2 შემთხვევა უკავშირდება ირანს, ერთი ესპანეთს, დანარჩენი ყველა კი პირდაპირ ან ირიბად – იტალიას.
