LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არავის ვაშინებ, მაგრამ მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა – ამირან გამყრელიძე

892
BeFunky-collage (6)

„არავის ვაშინებ, მაგრამ მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა,”-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა  „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. ამირან გამყრელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფექციასთან ბრძოლაში კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

“კორონავირუსზე ტესტების პასუხები უარყოფითია”- რესპუბლიკურ საავადმყოფოს 8 მოქალაქე დატოვებს

“ამისთვის მზად უნდა ვიყოთ ყველანაირად. მზად უნდა იყოს სახელმწიფო, ჯანდაცვის და კერძო სექტორი. დღეს საქართველოში ჰოსპიტალების 90% არის კერძო. მე მოვუწოდებთ მათ მფლობელებს და მმართველებს, რომ ამ დროს მთავარია სოლიდარობა, ე.წ. საზოგადოებრივ-კერძო ურთიერთობები. „მე კერძო ვარ და არ მივიღებ ავადმყოფს“ – მიუღებელია ასეთი მიდგომა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ,  საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევაა დადასტურებული. სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უწყებებს და კერძო სტრუქტურებს მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის რეკომენდაცია მისცა.

გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი: საქართველო სასაზღვრო კონტროლს კიდევ ოთხ ქვეყანასთან ამკაცრებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g