თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში ბოლოს დაფიქსირებული სამი ინფიცირებულები ჩეხეთის მოქალაქეები არიან. ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ დღეს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.
„ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან ჩვენს კლინიკაში. ეს არ არის სწორი ინფორმაცია, რადგან ყველა დადასტურებული შემთხვევა მოდის ძირითადად ჩვენს ცენტრში. ჩვენთან იმყოფება 28 პაციენტი და თუ არ ვცდები, ხუთი სხვა კლინიკებში, მათ შორის ჩეხეთის მოქალაქე არც ერთი არ გახლავთ. ჩეხეთის მოქალაქეებთან კორონავირუსზე დასტური არ არის მიღებული“, – განაცხადა ეზუგბაიამ.