სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მენეჯმენტმა, 2016 წლის მუშაობის ანგარიში და 2017 წელს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს გააცნო. განხილულ იქნა 2016 წლის მიღწევები და პრობლემები. ანგარიშის თანახმად, 2016 წელს კომპანიამ სხვადასხვა მიმართულებით გააუმჯობესა მაჩვენებლები, აბონენტთა მომსახურების ხარისხის ზრდის მიზნით, განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, 2016 წელს წარმატებით გაგრძელდა და დასასრულს უახლოვდება აბონენტთა ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტი, კომპანიის კუთვნილი ჰიდროელექტროსადგურების მიერ დაფიქსირდა გენერირებული ელექტროენერგიის რეკორდული მაჩვენებელი, წარმატებით დასრულდა კომპანიის რეორგანიზაციის პროცესი და ა.შ.
ჯამში ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-მ 2016 წელს 50,4 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, ხოლო 2017 წელს 65 მილიონამდე ლარის ინვესტიციას გეგმავს.