ცნობილი ხდება, რომ პრინცესა ბეატრისისა და ედოარდო მაპელი-მოცის 29 მაისს დაგეგმილი კონცერტი გადაიდო. 31 წლის პრინცესასა და 36 წლის ბიზნესმენის ქორწილი ბუკინგემის სასახლეში უნდა გამართულიყო.
საინტერესოა, რომ ედოარდო წარმოშობით იტალიიდანაა და მისი ვერცერთი ნათესავი ცერემონიაზე დასწრებას ვერ მოახერხებს. ამ ეტაპზე უცნობია, ქორწილის გამართვის თარიღი და ფორმატი.
შეგახსენებთ, რომ წყვილის ნიშნობის შესახებ კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ გვერდზე ინფორმაცია 2019 წელს გავრცელდა.