ჩინეთში კორონავირუსის აფეთქების პიკმა გადაიარა და ხალხი ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება. გარეთ გამოსულმა ჩინელებმა პირველი რაც გააკეთეს არის ის, რომ საჯარო რეესტრებს მიაკითხეს და ქორწინების ანულირება მოითხოვეს. ამის შესახებ ჩინური ტაბლოიდი „გლობალ თაიმსი“ წერს.
მაგალითად, შანხაის პროვინციაში საჯარო რეესტრი პირველი მარტიდან გაიხსნა და განქორწინების მსურველთა რაოდენობამ ყველა რეკორდი მოხსნა.
უფრო ზუსტად, პირველ მარტს ოფისები მხოლოდ ზარებს პასუხობდნენ და ტელეფონი საერთოდ არ გაჩერებულა. შემდგომ დღეეში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა და გაყრის მსურველთა დიდი რიგები წარმოიქმნა.
„პანდემიის გამო ბევრი წყვილი ლამის ორი თვის განმავლობაში სახლში გამოკეტილი აღმოჩნდა. მთელი დღეების ერთად გატარებამ კი ბევრი კონფლიქტის წარმოქმნას შეუწყო ხელი. გარეთ გამოსვლის შემდეგ წყვილებმა ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილება იმპულსურად მიიღეს. გარდა ამისა, კარანტინის დროს საჯარო რეესტრიც დახურული იყო და მომლოდინეთა რაოდენობაზე ამ ფაქტმაც იმოქმედა“, – აცხადებს ერთ–ერთი ადგილობრივი ექსპერტი.