LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხოეთში მყოფი ქართველების ეტაპრობრივად დაბრუნების ავია-გრაფიკი ცნობილია

398
BeFunky-collage (1)

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უცხო ქვეყნებში არიან დარჩენილი, სამშობლოში ეტაპობრივად დაბრუნდებიან. მანამდე ინფორმაციას და საჭირო დახმარებას დისტანციურად მიიღებენ.

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ხელისუფლებამ სპეცრეისების გრაფიკი გამოაქვეყნა.

მოქალაქეები ეტაპობრივად დაბრუნებას შემდეგი გრაფიკით შეძლებენ:

  • ბერლინი – 23 მარტი
  • ათენი -24 მარტი
  • ვენა- 26 მარტი
  • ამსტერდამი – 31 მარტი
  • ვარშავა – 3 აპრილი
  • ათენი – 7 აპრილი
  • ლარნაკა – 10 აპრილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, სპეცრეისის ბილეთის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. დავით ზალკალიანის განმარტებით, საელჩოები 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ შესაბამის უწყებებთან, რომ უახლოეს დღეებში განხორციელდეს ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში გადმოყვანა.

სპეცრეისის ბილეთის ფასი 199 ევრო: ქართველების სამშობლოში დასაბრუნებელი გეგმა გაწერილია

 

magti 5g