LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

331
მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთში ვიზიტი

2026 წლის 19 ივნისს, ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდდინ მუჰრიდდინს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა საქართველოდან უმაღლესი დონის პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც პარტნიორობის გაღრმავების მყარ საფუძველს ქმნის. ამ კონტექსტში, აღინიშნა საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის უმაღლესი და მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნების აუცილებლობა.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა „შუა დერეფნის“ განვითარების მნიშვნელობასა და რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებაზე.

მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტით მოიწვია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g