მიუხედადვ იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ასარიდებლად საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, დაიკეტა სავაჭრო ობიექტების უმეტესი ნაწილი, შეწყდა სასწავლო პროცესი, საქალაქთაშორისო მოძრაობა და სპეციალისტები მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ, სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ თბილისში, ლისის ტბაზე ხალხმრავლობაა.
დღეს სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ რეკრეაციულ ზონაში სამართალდამცავები არიან მობილიზებული. გაჩნდა ვარაუდი, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება შეიზღუდა.
ამ საკითხის გასარკვევად “ფორტუნა” შსს-ს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ჯერჯერობით რეკრეაციულ ზონაში გადაადგილება შეზღუდული არ არის და პოლიცია ლისის ტბაზე, ისევე როგორც სხვა ობიექტებზე, სიტუაციის კონტროლისთვისაა მობილიზებული.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ლისის ტბის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, და მოსახლეობას რეკრეაციული ზონის სტუმრობისკენ თავის შეკავებისა და სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.
ასევე იხილეთ:
“რეკრეაციულ ზონაში ხალხის საკმაოდ დიდი რაოდენობა იყრის თავს” – ლისის ტბის ადმინისტრაციის განცხადება
სად შეიძლება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა და ვის არ ეხება საქმიანობის შეჩერება