LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რეკრეაციულ ზონაში ხალხის საკმაოდ დიდი რაოდენობა იყრის თავს” – ლისის ტბის ადმინისტრაციის განცხადება

391
BeFunky-collage (10)

ლისის ტბის ადმინიტრაცია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალას ეხამურება, სადაც ჩანს თუ როგორი ხალხმრავლობაა ლისის ტბაზე იმ ფონზე, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

“ლისის ტბის ადმინისტრაცია გთხოვთ გამოიჩინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და თავი შეიკავოთ ლისის ტბაზე სტუმრობისგან, ქვეყანაში COVID-19 ვირუსის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. შესაძლოა თქვენ ოჯახის მხოლოდ 2-3 წევრთან ერთად სტუმრობთ ტბას, მაგრამ, საბოლოო ჯამში რეკრეაციულ ზონაში ხალხის საკმაოდ დიდი რაოდენობა იყრის თავს, ამით კი საფრთხე ექმნება თქვენს და გარშემომყოფების ჯანმრთელობას.

#დარჩისახლში” – ნათქვამია განცხადებაში.

არ გამოვრიცხავთ, რომ საყოველთაო კარანტინის ზომები მივიღოთ: არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, თუმცა არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში უფრო მკაცრი ზომები იქნეს მიღებული. ამის შესახებ მან  „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა. “სრული მზადყოფნაა ჩვენი მხრიდან, რომ მივიღოთ დამატებითი ზომები, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ეს ზომები არის ეფექტური ზუსტად მაშინ, როდესაც ის საჭიროა […]

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 7 პაციენტს დაუდასტურდა, საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა.აქედან გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი. კარანტინში მოთავსებულია 3 320 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 235.

შესაძლოა, ზეგისთვის 5 ახალი გამოჯანმრთელებულიც დაგვემატოს: ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად დამთავრდება
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g