ტაქსის ნებართვის მფლობელებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას ვერ გაივლიან, ნებართვები არ გაუუქმდებათ.
როგორც თბილისის მერიაში ამბობენ, ამ პერიოდის მანძილზე მათ თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ. მათ განცხადებაში იმ რეკომენდაციებზეცაა საუბარი, რაც ტაქსის მფლობელებმა ამ პერიოდში უნდა დაიცვან.
მივყვეთ რეკომენდაციებს და დარწმუნებული იყავით, ჩვენ ამ გამოწვევას გავუმკლავდებით - ამირან გამყრელიძე
21 აპრილამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
„მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ. აღნიშნული რეკომენდაცია უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასცა. აღნიშნულ პერიოდში, მგზავრი მძღოლის გვერდით არ უნდა იჯდეს – მაქსიმუმ ორი მგზავრი უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ერთმანეთთან დისტანციით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თბილისში მომსახურე ტაქსის მძღოლებს, მკაცრად დაიცვან ყველა ის წესი და რეკომენდაცია, რომელსაც ვირუსის პრევენციის მიზნით,საკოორდინაციო საბჭო გასცემს“,- აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.