LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეპიდემიის ეტიკეტი: როგორ ვთქვათ უარი ხელის ჩამორთმევაზე, ისე რომ არ შევურაცხყოთ

477
223

კორონავირუსმა მსოფლიოში ეტიკეტის წესებიც შეცვალა. როდესაც 4 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში მივიდა, სალომე ზურაბიშვილისა და მამუკა მდინარაძის მუშტებით მისალმებაზე ბევრმა იხალისა, თუმცა ძალიან მალე აღმოჩნდა, სახუმაროდ საქმე სულაც არ გვქონია.

სალომე ზურაბიშვილის და მამუკა მდინარაძის მისალმება მუშტებით (ვიდეო)

დღეს საქართველოს ორი რაიონი კარანტინშია. მარნეულში ჩასული თავდაცვის მინისტრი კი იქ მყოფ ჯარისკაცებს უკვე ახლებურად მიესალმა და ეს აღარავის გაკვირვებია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia-ს ფოტო.

ბევრი გვირჩევს, ძველ ქართულ მისალმებას დავუბრუნდეთ და ხელის მკერდზე დადებითა და თავის დაკვრით მივესალმოთ ერთმანეთს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia-ს ფოტო.

ძნელია, საკუთარი ჯანმრთელობაც დავიცვათ და ამავე დროს უკვე დამკვიდრებული  ეტიკეტი არ დავარღვიოთ.

კარგი იქნებოდა, გაგვეწერა პანდემიის ეტიკეტი. მოსახერხებელია ისტორია გავიხსენოთ. ამისთვის საკმარისია, თვალი გადავავლოთ ელეგანტური ქალბატონების ფოტოებს, რომელიც გასული საუკუნის 20-იან წლებში ესპანური გრიპის (ე.წ.”ისპანკა”) პანდემიის დროს არის გადაღებული.

Image result for ისპანკა

პოლიტიკოსები აშკარად უფრო ცუდ დღეში არიან. მათ თითოეულ ნაბიჯს ხომ ყველა დიდი ინტერესით ადევნებს თვალს.

აშშ-ს პრეზიდენტი და და ირლანდიის პრემიერ-მინისრის შეხვედრამ ახალი ეტიკეტით ჩაიარა. ორი ქვეყნის ლიდერმა ხელის ჩამორთმევის ნაცლად ხელის მტვენების შეერთებით და თავის დაკვრით მიესალმენ და ამის გამო ტრამპმა კრიტიკა დაიმსახურა.

Премьер-министр Ирландии Лео Варадкар и президент США Дональд Трамп, 12 марта 2020 года AP Photo/Evan Vucci

ამერიკაში ხელები მისალმებისას დიდ როლს ასრულებენ, ხელს ართმევენ და მეორე ხელით მხარზე გეხებიან. ასე გამოხატავენ შენს მიმართ მეგობრულ დამოკიდებულებას.

ევროპაში კოცნაა მიღებული ფორმა. მათ ორჯერ გადაკოცნის ტრადიცია აქვთ. იტალიელები უბრალოდ შეურაცხყოფილები არიან. მათ გარდა იმისა, რომ კარანტინი აქვთ, აუკრძალეს შეხვედრისას რამდენჯერმე გადაკოცნა და ჩახუტება.

Image result for აზიაში მისალმება

აზიაში საქმე მარტივადაა. იქ მისალმებისას ახლო კონტაქტს გაურბიან. 

მოკლედ რომ ვთქვათ, რამდენი კულტურაცაა, იმდენივე ტრადიციაა.

ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ძნელი იყო, არ გემტკიცებინა, რომ მეგობრის გამოწვდილ ხელს ხელი უნდა შეაგებო. ამის არგაკეთება მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა, როდესაც ხელი თაბაშირში გქონდა. ამ შემთხვევაში ალბათ მეგობარიც არ გადაწყვეტს, ხელი ჩამოგართვას. მაგრამ ახლა…

ყველა ვეძებთ ოპტიმალურ გამოსავალს.

იდაყვის შეხებით მისალმება

მსოფლიომ ყველაზე მეტად აიტაცა მისალმების ფორმა, როდესაც ერთმანეთს, იდაყვებით ეხებიან. სწორედ ასეთი მისალმება ვიხილეთ, როდესაც კუბელი ექიმები იტალიაში დასახმარებლად ჩაფრინდნენ.

Image result for კუბელი ექიმები იტალია

პანდემია გადაივლის. მისალმების რომელი ეტიკეტი დამკვიდრდება, ამასაც მალე გავიგებთ. კორონავირუსით შეცვლილი ეტიკეტის პირველი კადრები კი უკვე ისტორიაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g